თბილისში, კედიას N10-ში სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა

კედიას ქუჩის N10-ში, სადაც ხუთი საცხოვრებელი კორპუსია განთავსებული, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა.
ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა. ასევე, მოსასვენებელი სივრცის გაკეთება, სადაც სხვადასხვა სამუშაო განხორციელდება.
საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება საპარკე ინვენტარი. ამასთან, სივრცეში პატარებისთვისაც არის გათვალისწინებული სათამაშო სივრცის მოწყობა.
დიდუბის რაიონის ინფორმაციით, პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – „ლინაგი“ – უნდა განახორციელოს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 108 574 ლარია გამოყოფილი.
სივრცის განვითარების პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებითა და ჩართულობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები