2021 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში 49 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა
2021 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში 49 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. ლიფტების შეცვლა-განახლებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 1 197 200 ლარი გამოიყო.
ახალი ლიფტები მოეწყო ზღვისუბნის IIა მ.რ. N226, N225 და N205 კორპუსებში. აღნიშნულ მისამართებზე, „მეტრომშენის“ დაუმთავრებელ კორპუსებში ამ დრომდე ლიფტები არ ფუნქციონირებდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.
სამივე მისამართზე ლიფტების დამონტაჟებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 203 974 ლარი დახარჯა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესრულდა.