ამირან გამყრელიძე: თანდათან მატულობს “ომიკრონის” ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში დღითიდღე მატულობს.

მისივე თქმით, ბუსტერიზაცია, დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება უმნიშვნელოვანესია.

“დღევანდელი მონაცემებით, თანდათან მატულობს “ომიკრონის” ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ს, თბილისში 65%-ს და დანარჩენს 30%-ზე ოდნავ მეტს რეგიონებში. დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა, რა თქმა უნდა მოსალოდნელია გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის. არ უნდა დავმშვიდდეთ, როცა ვსაუბრობთ, რომ შედარებით მსუბუქად და შედარებით მოკლე ინკუბაციური პერიოდით, შედარებით ნაკლებია გართულებები ომიკრონის დროს, განსაკუთრებით აცრილებში და ბუსტერიზირებულებში. ამიტომ, ბუსტერიზაცია, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება – თუ ყველაფერს ამას შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ეს ტალღა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “კურიერთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები