ამირან გამყრელიძე: ალბათ, კვირის ბოლოს დადებითი შემთხვევების 60%-მდე “ომიკრონის” დადასტურებული შემთხვევები იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს.

“1009 არის დადასტურებული, მაგრამ ჩვენ უკვე ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ შერჩევითად გამოგზავნონ საეჭვო შემთხვევები. დაახლოებით, აგზავნიან საერთო შემთხვევების 10%-დან 20%-მდე. იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და ის მერყეობს უკვე იმ ნიშნებით, რომ ჩვენ ეჭვი მიგვაქვს შეიძლება თუ არა ეს იყოს “ომიკრონი”, ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს აცდა. ცირკულაციაში “ომიკრონის” რაოდენობა უკვე 45%-დან რასაც ვამბობდით, ზემოთ მიდის და, ალბათ, ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები