დიდუბის რაიონში ელექტროპანდუსების მოწყობა მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, ელექტროპანდუსების მოწყობა მიმდინარეობს.
დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-11 კორპუსსა და მირცხულავას ქუჩის N3ბ-ში ელექტროპანდუსების მონტაჟი უკვე დასრულდა, ხოლო დამატებით სამ მისამართზე მომავალ წელს განხორციელდება.
ახლადმოწყობილი ელექტროპანდუსები დიდუბის რაიონის გამგებელმა, ვლადიმერ ძნელაძემ მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად დაათვალიერა.
კორპუსების ადაპტირების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ.
ელექტროპანდუსების მონტაჟი დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „იმგომ“ განახორციელა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64 760 ლარი გამოიყო.