დღეს, 13:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა  შეიზღუდება

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, დღეს 13:00 საათიდან პირველი იანვრის 06:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, ჯავახიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მხოლოდ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეიზღუდება მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების ზეთის ხილის ხესთან მობრუნება და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილება.

თავისუფლების მოედნიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველი რესპუბლიკის მოედნის გამოყენებით. მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება ზეთის ხილის ხის შემდგომ, რუსთაველის გამზირზე.

მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის, ინაშვილის, მესხიას და ლაღიძის ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ავტობუსები – N6, N14, N31, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150, N301 და მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N72, N120, N145, N170 რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებენ პირველი რესპუბლიკის მოედნის გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მგზავრობას განაგრძობენ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ, რის შემდეგაც, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

ავტობუსები – N59 და N91, რომლებიც მელიქიშვილის ქუჩიდან გადაადგილდებოდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით ზეთის ხილის ხემდე, მოძრაობას განაგრძობენ ჯავახიშვილის ქუჩაზე და შემდეგ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გალაკტიონ ტაბიძის ხიდისა და ჯავახიშვილის ქუჩის დახმარებით, სვლას განაგრძობენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

N33 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებს მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროს, ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩებს დაუკავშირდება და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები