სამგორში მცხოვრები კიდევ ასი ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს
თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივითა და ბიზნესის დახმარებით, კამპანია, რომლის ფარგლებშიც სამგორის რაიონში სოციალურად დაუცველი ოჯახები საახალწლო ნობათს იღებენ, გრძელდება. კამპანიაში ამჯერად სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „სფერა“ ჩაერთო, რომლის დახმარებითაც, სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი კიდევ ასი ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს. სამგორის რაიონის მაჟრიტარმა, რევაზ სოხაძემ ნობათი რამდენიმე ოჯახში, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, პირადად მიიტანა. რევაზ სოხაძემ აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობისთვის კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კამპანიაში ჩართვის სურვილს კიდევ არაერთი კომპანია გამოთქვამს.
„ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საახალწლო ნობათებს გადავცემთ სამგორის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. დღეს ნობათი მრავალშვილიან ოჯახებსაც გადავეცით. ამის შესაძლებლობა კომპანია „სფერას“ დახმარებით მოგვეცა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის ხელმძღვანელობას. იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა კომპანიები გამოიჩენენ სოციალურ პასუხისმგებლობას და საახალწლოდ კიდევ არაერთ ოჯახს გავახარებთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.