პირველი McDonald’s საბჭოთა მოსკოვში

www.rarehistoricalphotos.com

სწორ გარემოებებში მარტივი რაღაცები შეიძლება, სიმბოლური გახდეს, მაგალითად, McDonald’s-ის გახსნა – ფიქრობთ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ის მთელ მსოფლიოშია, მაგრამ პირველი საბჭოთა McDonald’s მოსკოვში? ეს რაღაც სხვა იყო…

როგორც boredpanda-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი Rokas L აღნიშნავს, მოსკოვის McDonald’s-ის გახსნა კანადის McDonald’s-ისა და მოსკოვის საკრებულოს გადაწყვეტილება იყო.

ეს იყო ყველაზე დიდი McDonald’s მსოფლიოში – 900 დასაჯდომი ადგილითა და 600 თანამშრომლით, რომლებიც შერჩეულნი იყვენ 35 000 კანდიდატიდან. ცნობილია, რომ რესტორანი პირველ დღეს 1 000 კაცს ელოდებოდა. ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი 150 რუბლი იყო, Big Mak 3,75 რუბლად იყიდებოდა, მაგრამ ამ ყოველივემ ხელი არ შეუშალა ხალხს სწრაფი კვების ობიექტის საკვების დაგემოვნებაში. პუშკინის მოედანზე, ობიექტის გახსნამდე, 5 000-ზე მეტი საბჭოთა მოქალაქე ჩამომწკრივდა. დღის განმავლობაში, ახლად გახსნილმა რესტორანმა 30 000 კლიენტი გაისტუმრა.

მოვიდა ზაფხული. რიგი იზრდებოდა. ხალხი, ერთი ჰამბურგერისთვის, სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიოდა.

“დაახლოებით, რვა საათი ვიდექით მზის ქვეშ. ეს არ იყო დიდი პრობლემა, რადგან ჩვენ მიჩვეულები ვიყავით შაქრისა და ჩაის რიგში დღეების მანძილზე ყოფნას” – იხსენებს ფოტოგრაფი მიტია კუსელევიჩი.

„გაოგნებულნი ვიყავით მოლარეების რაოდენობით. ისინი, როგორც ფუტკრები, ისე მოძრაობდნენ, მოჰქონდათ ხან ერთი შეკვეთა, ხან- მეორე. ისინი არ ჰგავდნენ ჩვენს მსუქან, მოხუც გამყიდველებს თეთრ ხალათებში, ცარიელი თაროების წინ რომ სხედან და მტვრიან კონსერვს ჰყიდიან.“

„დღემდე მახსოვს, როგორი უზარმაზარი იყო რძის კოქტეილი. არ ვიცოდი, თუ როგორ უნდა დამეჭირა ბიგ მაკი ჩემი პაწაწინა ხელებით.“

„ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო… ვჭამდი, ვსვამდი, ვღეჭავდი, თითქოს, ბოლო საჭმელი იყო დედამიწაზე. დაახლოებით, 10 წუთის და 5 000 კალორიის მერე ჩემმა სხეულმა გამაფრთხილა, რომ ამდენი ცხიმის გადამუშავება ვერ მოახერხა და უკვე დრო იყო, შემემოწმებინა, თუ როგორ გამოიყურება ამერიკული ტუალეტი. მე მარტო არ ვიყავი: ტუალეტების რიგები, განსაკუთრებით კი, ქალების,  თითქმის, ისეთივე იყო, როგორიც შემოსასვლელ კართან.”

1990 წლის 31 იანვარს მოსკოვში პირველი საბჭოთა მაკდონალდსი გაიხსნა.

ასეთი გახლდათ მისი მშენებლობის პროცესი.




კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები