საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა, მას შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მმართველი გუნდის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ჩვენი მხრივ, ჩვენი გუნდის სახელით, მას მადლობას ვუხდი. ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ის პარტიის პოლიტსაბჭოში რჩება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შალვა პაპუაშვილი იქნება წარდგენილი.