სოზარ სუბარი: ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაცმოძრაობის“ კოალიცია

“ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა მათი კოალიცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქამდეც, გიორგი გახარია და მისი პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ასხამდა წყალს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარ ფაქტს. მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები