თამარ გაბუნია: ექსპერტები იმსჯელებენ, ვინ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად, დაველოდებით საერთაშორისო რეკომენდაციებსაც

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექსპერტები იმსჯელებენ იმაზე, თუ ვინ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო რეკომენდაციებიც იქნება გათვალისწინებული.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით რამდენიმე თემაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, ვინ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად – ორი დოზით აცრილი თუ მესამე, “ბუსტერ” დოზით აცრილი პირი. ესეც იქნება ექსპერტების მსჯელობის თემა. გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო და ჩვენი ვაქცინაციის სამეცნიერო კომიტეტის რეკომენდაციებს დაველოდებით“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები