მცხეთა-მთიანეთში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, რეგიონში 5 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი და 22 სოფლის ამბულატორია ფუნქციონირებს, სადაც აცრა “ფაიზერის”, “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინებით კეთდება. პარალელურად, მხარის მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს კოვიდ 19-ზე ტესტირებაც. პროცესს ადგილზე სისტემატურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღნიშნულ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აცრელებს.