როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ავტობუსები და როდის დაიწყო მათი ისტორია

ავტობუსის პირველი კონსტრუქცია ორასზე მეტი წლის წინ – შორეულ 1801 წელს შეიქმნა. კონსტრუქცია ბრიტანელ გამომგონებელს, რიჩარდ ტრევიტიკს ეკუთვნოდა, რომელმაც მოგვიანებით პირველი ინგლისური ორთქმავალი შექმნა. ეს იყო შვიდადგილიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ორთქლის ძრავზე მუშაობდა. 85 წლის შემდეგ ლონდონში პირველი ელექტროავტობუსი ააგეს, 15 წლის შემდეგ, მსგავსი სატრანსპორტო საშუალება მოსკოვში მდებარე ქარხნის – „დიკუსის“ – საამქროდან გამოუშვეს. 10 ადამიანი – სწორედ ამდენი მგზავრი ეტეოდა ტექნიკის ამ საოცრებაში, რომელიც საათში 20 კმ/სთ – ით გადაადგილდებოდა და 60 კილომეტრის გავლა შეეძლო.

Автобус_на_Сенатской_площади_(circa_1912)

1895 წელს გერმანიაში, „ბენცის“ ქარხანაში მსოფლიოში პირველი, შიდა წვის ძრავზე მომუშავე მიკროავტობუსი შექმნეს, რომელიც 8 მგზავრზე იყო გათვლილი.  ახალი ავტობუსი საათში 12 კილომეტრს გადიოდა. 5 ცხენის ძალის შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ავტობუსი ქალაქების: ზიგენი – ნეტფენ – დოიცის მარშრუტზე მუშაობდა.

800px-Erste_Benzin-Omnibus_der_Welt

მსოფლიოსში პირველი  ფასიანი რეგულარული რეისები 1833 წლის 22 აპრილს ინგლისში დაიწყო. მგზავრებს 14-ადგილიანი „ენტერპრაიზი“ ემსახურებოდა. სამი წლის განმავლობაში, ამ მარშრუტის ავტობუსებმა 4 200 მილი გაიარეს და 12 761 მგზავრს მოემსახურნენ.1355872_original

მსოფლიოში პირველი ორსართულიანი ავტობუსების მშენებლობა 1847 წელს ლონდონში დაიწყო. 1851 წლისათვის ისინი უკვე მასობრივად გამოჩდნენ ლონდონის ქუჩებში.

800px-Голубиный_автомобиль_французской_армии._Фото_из_журнала_Нива_№47-1916

ისტორიული წყაროების თანახმად, ავტობუსების „წინაპრები“ ანუ ფორნები, რომლებითაც ხალხი გადაჰყავდათ, პირველად პარიზში გამოჩნდა. 1662 წელს, 18 მარტს ქალაქებს: პორტ- დე- ლუქსემბურგსა და პორტ- დე -სანტუანს შორის პირველი რეგულარული რეისები დაიწყო. ცხენშემბული ფორნები 7-8-წუთიანი ინტერვალით მოძრაობდენ და მგზავრობა 5 სუ ღირდა. როგორც ირკვევა, ავტობუსების შექმნის იდეა ცნობილ ფრანგ მეცნიერსა და ფილოსოფოსს, ბლეზ პასკალს ეკუთვნოდა.

0_96249_986cccce_orig

რაც შეეხება თბილისს, 1933 წელს თბილისის საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემას ავტობუსიც დაემატა. მიუხედავად   იმისა, რომ საწყის ეტაპზე, დღეში ხაზზე მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა და ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 10 კილომეტრი იყო, პირველივე წელს მგზავრთა რაოდენობამ  1 200 000-ს მიაღწია. ეს მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობა მხოლოდ 314 ათასი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები