ლანჩხუთში, მთავრობის წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ვაქცინაციაზე პენსიონერების მიმართვიანობა გაიზარდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთავრობის წამახალისებელი კამპანიის, რომლის თანახმადაც, პენსიონერები ვაქცინაციაში ჩართვისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში მედიკოსებზე დაყრდნობით აცხადებენ, განსაკუთრებით აქტიურობენ 60 წელს ზემოთ პირები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 14 172 პირია აცრილი. ვაქცინირებულებს შორის არიან როგორც ორი, ასევე,  ,,ბუსტერ“ დოზით აცრილები. იმუნიზაციის მიმდინარეობის პროცესს ,,მედალფას“ კლინიკაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე დაესწრო. კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი ,,რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრსა “ და ,,მედალფას“ კლინიკაში “სინოფარმის”, “სინოვაკისა” და “ფაიზერის” ვაქცინით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები