გმირი ბორტგამცილებლები, რომლებმაც ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გაიღეს

ბორტგამცილებლის პროფესია ხშირად რომანტიზებულია: კარგი ქვეყნები, ადამიანთა გაცნობა, კარგი განწყობა, იდეალური უნიფორმა. თუმცა, ყველას არ ახსოვს, რომ ეს პროფესია ძალიან სახიფათოც არის. საქმე იმაში არაა, რომ ადამიანს ღრუბლებში ფრენა უწევს. ხშირ შემთხვევაში, ხიფათი თავად მგზავრებისგან მოდის.

ნირია ბგანოტი

​23 წლის ბორტგამცილებელმანირია ბგანოტმა საკუთარი სიცოცხლე დათმო და 360 მგზავრი გადაარჩინა. ეს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მოხდა. თვითმფრინავი PAN AM 73 რადიკალურად განწყობილმა ისლამისტებმა შეიპყრეს. ბორტგამცილებელი  არ დაიბნა და მაშინვე აცნობა მფრინავებს. მათ ევაკუაცია მოახდინეს საავარიო ლუქიდან, რათა თვითმფრინავის აფრენა შეუძლებელი ყოფილიყო. თავად ნირია თვითმფრინავში დარჩა. ტერორისტებმა ყველა მგზავრის პასპორტის მოტანა მოითხოვეს, რათა დაესაჯათ ამერიკელები. ბორტგამცილებელმა  ამერიკელი მგზავრების პასპორტები სკამის ქვეშ დამალა. მისი წყალობით, ისინი ცოცხლები დარჩნენ. როდესაც პაკისტანის პოლიციამ შტურმი დაიწყო, ტერორისტებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ნირიამ საკუთარი ძალებით მოახდინა მგზავრების ევაკუაცია თვითმფრინავიდან. მას უკვე თავადაც სურდა თვითმფრინავის დატოვება, მაგრამ ბოლო მომენტში დაინახა სამი ბავშვი, რომელიც სავარძლის ქვეშ იმალებოდა. სანამ ბორტგამცილებელს ისინი გამოჰყავდა, ისლამისტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს. ნირია ბავშვებს გადაეფარა და სასიკვდილო ჭრილობები მიიღო. მან ბოლო ძალები მოიკრიბა, ბავშვები თვითმფრინავიდან გამოიყვანა და ადგილზე დაიღუპა.

შეილა ფრედერიკი

​ის რეისი ჩვეულებრივად დაიწყო: მგზავრები ადგილს იკავებდნენ, ხოლო ბორტგამცილებლები საკუთარ მოვალეობებს ასრულებდნენ. ერთ-ერთი წყვილი გამუდმებით შეილას ყურადღებას იქცევდა. მამაკაცი გოგონას მამას ჰგავდა, მაგრამ ის კარგად გამოიყურებოდა, ხოლო გოგონა ძონძებში იყო ჩაცმული. მას, ასევე, შეშინებული გამოხედვა ჰქონდა. შეილამ გოგონას საპირფარეშოში გასვლა შესთავაზა. ქა მან დაუტოვა წერილი შეკითხვით, სჭრიდებოდა თუ არა დახმარება, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. როდესაც თვითმფრინავი აეროპორტში ჯდებოდა, გასასვლელთან მას პოლიცია ელოდა. როგორ აღმოჩნდა, გოგონა მართლაც მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავდათ, რათა იძულებით პროსტიტუციაში ჩერთოთ.

მორ ლევინი და ნიცან რაბინოვიჩი

​ბორტგამცილებელი შესაძლოა დასახმარებლად ისეთ დროსაც მოვიდეს, როდესაც თვითმფრინავი ჯერ კიდევ მიწაზეა. ისრაელის ბორტგამცილებლებმა – ნიცან რობინოვიჩმა და მორ მევიმ – 80 წლის მამაკაცი გადაარჩინეს. იმ დღეს გოგონები პეკინის აეროპორტში იმყოფებოდნენ და უკვე საკუთარი თვითმფრინავისკენ მიემართებოდნენ, როდესაც ნიცანმა აღმოჩინა, რომ ტელეფონი დაკარგა. ის მეგობართან ერთად მეტროსადგურთან დაბრუნდა და ტელეფონის ძებნა დაიწყო. მეტროსადგურზე მათ დაინახეს ქალი, რომელიც უგონოდ მყოფ მამაკაცთან იყო. ქალი ყვიროდა. ნიცანმა და მორმა მამაკაცის პულსის პოვნა სცადეს, მაგრამ პულსი არ ისინჯებოდა. ბორტგამცილებლებმა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დაიწყეს, როგორც მათ პირველადი დახმარების კურსებზე ასწავლეს. მორმა გამვლელს სთხოვა, აეროპორტში გაქცეულიყო და დეფიბლირატორი მოეტანა, თვითონ კი, სასწრაფო დახმარების სამსახურს დაურეკა. გოგონებმა მამაკაცი 30 წუთში გონზე მოიყვნეს და სიკვდილისგან იხსნეს. მათ საკუთარ რეისზე დაბრუნებაც მოასწრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები