ნიკოლოზ სამხარაძე: შეხვედრებზე გაჟღერდა ძალიან მკაფიო პოზიცია აშშ-ის საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად
თითოეულ შეხვედრაზე გაჟღერდა ძალიან მკაფიო პოზიცია აშშ-ის საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაციის მიერ განხორციელებულ შეხვედრებზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დროული იყო ჩვენი ვიზიტი, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ვითარება რთულდება. ჩვენ შეხვედრები გვქონდა, როგორც კონგრესში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში, USAID-სა და NDI-ის წარმომადგენლებთან და ყველა ამ შეხვედრაზე საქართველოსთან მიმართებით მხარდამჭერი გზავნილები ჟღერდებოდა. ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენს პარტნიორთან ჩვენი გზავნილების, აზრებისა და გეგმების გაცნობა მოვახერხეთ. თითოეულ შეხვედრაზე გაჟღერდა ძალიან მკაფიო პოზიცია აშშ-ის საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი გამოგვივიდა“, – განაცხადა სამხარაძემ.