შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოებში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კალიბრის 3428 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 62 ხელყუმბარა, 11 ცალი გადაჭრილი თოფი, 3 პისტოლეტი, 1 შაშხანა და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
შს სამინისტროს ცნობით, სულ ჩაბარებულია: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კალიბრის 3428 საბრძოლო ვაზნა, „ეფ-1“-ის ტიპის 35 ცალი, „ერ-გე-დე“-ს ტიპის 4 ცალი და „ერ-გე“-ს ტიპის 23 ცალი ხელყუმბარა, „ერ-კა-გე 3 ემ“-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო 5 ყუმბარა, 11 ცალი გადაჭრილი თოფი, „ტოზ-8-01“-ის ტიპის 1 შაშხანა, „უ-ზე-ერ-გე-ემ“-ის ტიპის 43 ცალი ამფეთქი ფალია, 3 პისტოლეტი, „ბე-ემ15“-ის ტიპის 1 გასროლა, სანადირო თოფის 10 მასრა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი, 3 ცალი საკვამლე კოჭა, 10 ცალი ცილინდრული ფორმის საგანი და „ტე-ემ 62“-ის ტიპის 1 ცალი სასწავლო-ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=OrUhUccm434&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]