ახალციხეში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

ახალციხის ცენტრში გუშინ, გვიან ღამით, 37 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაშავებულს დაზიანებები მუცლისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
„კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ დამნაშავე დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118 – ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები