ბაჩო ახალაიას ცოლისძმას ბრალი წაუყენეს
ვლადიმერ ნადარეიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს ან ხვალ იმსჯელებს. თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ცოლის – ანი ნადარეიშვილის ძმას ბრალი გუშინ წაუყენეს. გამოძიება მას სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” თანამშრომლისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ფულის გამოძალვას ედავება. ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. გოგა ონიანის თქმით, ნადარეიშვილის წინააღმდეგ ბრალდება აბსურდულია და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.