დავით ჩხატარაშვილი თავისუფალია
ყოფილი მთავარი პოროკურორის ყოფილი მოადგილე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან ადვოკატების შუამდგოლმლობით გათავისუფლდა. რვათვიანი პატიმრობის შემდეგ, დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა და ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა.
„საფუძვლები, რომლის საფუძველზე, დავით ჩხატარაშვილი დაკავებული იქნა, უკვე აღარ არსებობდა. პროკურატურა ითხოვდა წინასწარ პატიმრობაში დატოვებას, მაგრამ სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ბრალლდებულს აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა. გირაოს თანხის გადახდის შედეგად წინასწარი პატიმრობიდან ჩხატარაშვილი გათავისუფლდა“, – განაცხადა დავით ჩხატარაშვილის ადვოკატმა ზაზა ქაჩიბაიამ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” ინფორმაციით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული დავით ჩხატარაშვილი შესაძლოა პროკურატურის სხვა საქმეებზე ახალი მოწმე გახდეს. მათივე ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეზე მუშაობს, რომელიც შესაძლოა დავით ჩხატარაშვილის ჩვენებაზე იყოს აგებული.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი 2013 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. ჩხატარაშვილს ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; დამამცირებელი, არაადამინური მოპყრობის ორგანიზება; მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულების ფალსიფიკაცია და დანაშაული პროვოკაციის ორგანიზება.