ნახალოვკაში 26 წლის მამაკაცი მოკლეს
გუშინ ნახალოვკაში 26 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.