ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ახალაიას პროტესტის მიზეზი პროკურორის განცხადება გახდა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმის მთავარი მოწმე თეიმურაზ ტაბაღუა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ვერ გამოცხადდება, რადგან ის საზღვარგარეთ არის.
ბაჩო ახალაიას განცხადებით, პროკურატურის ქმედებები ყველანაირ ზღვარს სცილდება. მისი თქმით, ტაბაღუა არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზე მას აღნიშნულ საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. მისივე თქმით, ტაბაღუა პროკურატურამ საზღვარგარეთ გააპარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები