ჰარმადირ-საჰიბი – ინდოეთის „ოქროს ტაძარი“, რომელიც უამრავი ამბის მომსწრე გამხდარა

ამრიტის ტბა, ინდოეთი, ჰარმადირ-საჰიბის ოქროს ტაძარი – ეს ის ადგილია, სადაც ბუდას  და, მოგვიანებით,  სიქების გურუს ნანაკს განმარტოება უყვარდათ.  სიქების მექად წოდებული ჰარმადირ-საჰიბის ოქროს ტაძარი, ამრიტის ტბის ( „უკვდავების წყარო“) შუაგულში 1589 წელს აშენდა. 1604 წლიდან აქ, ამ ტაძარში ინახება სინგჰების  წმინდა წიგნი „ადი გრანტხი“, რომელშიც უმნიშვნელოვანესი რელიგიური ტექსტები და ლოცვებია თავმოყრილი.

ტაძარში მოსახვედრად ვიწრო მარმარილოს ხიდზე უნდა გაიაროთ, რომელიც ცოდვილთა სამყაროს წმინდანთა სასუფევლისგან გამოყოფს. გასული საუკუნის 80-იან წლებში ტაძარი სიქი სეპარატისტების ფორპოსტად იქცა. ინდოეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, 1984 წლის 5 ივნისს სამხედრო ძალისთვის მიემართა. სიქების ოცნება, პენჯაპის შტატში დამოუკიდებელი სახელმწიფო შეექმნათ, დასრულდა. სამხედრო ოპერაციას ორივე მხრიდან 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სიქებმა შური იძიეს და  ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი მოკლეს. მკვლელობა  განდის პირადმა მცველებმა, წარმოშობით სიქებმა, დაგეგმეს და აღასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები