კიევში ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

კიევში, ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდი 1972 წელს დაბადებული რამაზ წიქორიძე დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული უკრაინის ტერიტორიაზე აკონტროლებდა დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, რომლებიც ბინებსა და ავტომანქანებს ძარცვავდნენ. ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიიდან წიქორიძის გამოძევების საკითხი განიხილება.
დაკავებული რუსეთსა და საქართველოში არაერთხელ არის ნასამართლევი, ხოლო უკრაინიდან არაერთხელ არის გაძევებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები