ბეიკერ სტრიტი, 221-ბ – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მისამართი
შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძო მუზეუმია. ის გაიხსნა 1990 წელს და ცხადია, ლეგენდარულ ბეიკერ სტრიტზე მდებარეობს. არტურ კონან დოილის ნამუშევრების თანახმად, შერლოკ ჰოლმსი და მისი მეგობარი დოქტორ უოტსონი, 1881 წლიდან 1904 წლამდე, ბეიკერ სტრიტზე, 221-ბ ბინაში ცხოვრობდნენ. ნაწარმოების დაწერის პერიოდში ლონდონში ასეთი მისამართი არ არსებობდა. მოგვიანებით, მუზეუმის შექმნისას, კომპანიამ „221-ბ ბეიკერ სტრიტი“ სპეციალურად დაარეგისტრირა იმისთვის, რომ „შერლოკ ჰოლმსის სახლს“ კანონიერად შეძლებოდა ფუნქციონირება შესაბამისი მისამართით.
მუზეუმი მდებარეობს 1815 წელს აშენებული შენობის მე-4 სართულზე. სახლის ინტერიერი ზუსტად შეესაბამება არტურ კონან დოილისეულ აღწერილობას. სახლ-მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ მათი უამრავი ნივთი – ვიოლინო, ქუდი, სანადირო ატრიბუტები, საფერფლე, წერილები, ქიმიური ექსპერიმენტების აპარატები, ვოტსონის სამხედრო რევოლვერი და ა.შ. შემოსასვლელში კედელს დედოფალი ვიქტორიას მონოგრამა ამშვენებს. ვიზიტორებს შეუძლიათ შეისწავლონ ცნობილი დეტექტივის და მისი მეგობრის ბინა, გაეცნონ მათ საყოფაცხოვრებო ნივთებს, ბუხრის წინ სავარძელში ჩასხდნენ და ფოტო გადაიღონ. ასევე, საძლებელია სუვენირების შეძენა.