ალექსანდრე გოგინავა: შეზღუდვები არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც ვერ გაექცევი, როდესაც კორონავირუსის შემთხვევების ასეთი მატებაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს.

მისი თქმით, გამოსავალი ვაქცინაციაა.

“ზოგადად, მე შეზღუდვების მომხრე არ ვარ, მაგრამ შეზღუდვები არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც ვერ გაექცევი, როდესაც ასეთი მატებაა. საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 30%-ზე ცოტა მეტია ვაქცინირებული ორჯერადად მოსახლეობის და, პლუს ამას, დღის განმავლობაში 5 000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა, 2 კვირაზე მეტხანს თუ ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა, იმდენად გადაივსება ჰოსპიტალური სექტორი და ისეთი გადატვირთვით მუშაობა მოუწევს, რომ შეიძლება, ჩამოიშალოს. ამიტომ, სხვა გზა არ რჩება, თუ არა შეზღუდვები. ამიტომ, ჩვენ შეზღუდვებამდე მივდივართ, იძულებით მიდის სახელმწიფო იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. ალტერნატივა ამის იყო ვაქცინაციის კარგი ტემპით წასვლა და მოზრდილი მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი ყოფილიყო ვაქცინირებული”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები