მეტრომშენში, ყვარლის VI შესახვევში გზის საფარი მოწესრიგდა
ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მეტრომშენში, ყვარლის VI შესახვევში გზის საფარი მოაწესრიგა.
სამუშაოების შედეგად, 950 კვ. მ ფართობზე ასფალტი დაიგო, ასევე, ბორდიურები და ბილიკები მოეწყო.
პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 42 822 ლარით დაფინანსდა.
მიმდინარე პროცესს გამგეობის წარმომᲐდგენლები ადგილზე გაეცნენ.