ავლაბარში, არმაზის შესახვევში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა
თბილისში, ავლაბარში, კერძოდ, არმაზის შესახვევში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამონგრა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღსანიშნავია, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და დიდი ხანია, რაც ავარიულია. ადგილობრივებს სურთ, რომ სახლს რესტავრაცია ჩაუტარდეს ან ძეგლის სტატუსი მოეხსნას, რათა შემდგომ საჭირო სამუშაოების ჩატარება გახდეს შესაძლებელი.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ყველა ოჯახი უკვე გადაყვანილია დროებით საცხოვრებელში.