თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა
თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ორთაჭალის N90-ისა და მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს აქამდე საერთოდ არ ჰქონდათ დასასვენებელი სივრცე.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, კეთილმოეწყობა ტერიტორია მთლიანი ღობით, დეკორატიული ფილებით, საბავშვო კუთხით, დასასვენებელი სივრცეებით და თანამედროვე ინვენტარით. ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
კრწანისის რაიონში 2018 წლიდან დღემდე მოეწყო და რეაბილიტირდა 70-მდე სკვერი. ჯამურად, 6 ჰექტარზე ახალი რეკრეაციული სივრცეები განთავსდა.