თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხში საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე, ადგილზე ჯერ სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები. კონტრაქტორმა კომპანიამ ტერიტორიაზე უკვე მოაწყო ახალი ბორდიური, უახლოეს დღეებში კი ასფალტის პირველი ფენა დაიგება. ტერიტორია 1900 კვ.მ ფართობს მოიცავს.
ამასთან, დიდუბის რაიონის გამგეობა მიმდებარედ არსებულ ეზოებშიც აწესრიგებს მიწისქვეშა კომუნიკაციებს, რომლის შემდეგაც იქ ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტის განხორციელებისთვის, დაახლოებით, 86 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები