სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტი განახორციელა
სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, ცხრა თვის განმავლობაში, შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტი განახორციელა.
გამგეობის ინფორმაციით, სპორტული სივრცეები მოეწყო შემდეგ მისამართებზე:
- დიდი ლილო, ი. გოგებაშვილის № 16-ის მიმდებარედ;
- ვარკეთილი 3, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის № 8-ის მიმდებარედ;
- ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის № 1-ის მიმდებარედ;
- ქვემო სამგორი, წმინდა ბარბარეს უბანი, ნაკადული III გასასვლელის მიმდებარედ;
- ემირ ბურჯის ქუჩა № 57-ის მიმდებარედ;
- ლოჭინის დასახლება, № 1 კორპუსის მიმდებარედ;
- ჯავახეთის l შესახვევი, № 1 კორპუსის მიმდებარედ;
სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 319 100 ლარი დაიხარჯა.