26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო
გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს არაერთი ქუჩის რეაბილიტაცია განახორციელა. მათ შორის, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო, სადაც გზის საფარის მოწყობამდე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი 7 010 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო, რისთვისაც 730 873 ლარი დაიხარჯა.
აღმაშენებლის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე კი, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 370 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა საფარი 6 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება.