ნუცუბიძის V მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის V მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო.
ტერიტორიაზე ახალი საბავშვო-გასართობი ზონა განთავსდება, დამონტაჟდება სხვა ურბანული ავეჯი, განათების ქსელი, სკვერი გამწვანდება – დაირგვება ბალახი და სხვადასხვა სახის მცენარეები.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე შეხვდა.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 125 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „მ.მ“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები