ირაკლი ხმალაძე: შენობის გამაგრება არ არის გრძელვადიანი გადაწყვეტა, ამიტომ, ავარიული სახლების ჩანაცვლება უნდა დავიწყოთ

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში ავარიული შენობების განახლების მაგივრად მათი ჩანაცვლება იგეგმება. მისივე თქმით,  თბილისში 10 ათასამდე ავარიული შენობაა. როგორც ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა 365 ავარიული შენობის გამაგრება შეძლო.

„365 ავარიული შენობის გამაგრება დასრულდა. 62 შენობის გამაგრება ამ მომენტშიც მომდინარეობს. ავარიული შენობის გამაგრება არ არის გრძელვადიანი გადაწყვეტა, სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ავარიული სახლების მთლიანად ჩანაცვლება და მოსახლეობას უნდა გადავცეთ სრულიად ახალი აშენებული და გარემონტებული ფართი,“ – განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები