ისანში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლებში მულჩა შეიტანეს
„ეკოსერვის ჯგუფი” ნიადაგის მულჩირების სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად მულჩის შეტანა ისანში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლებში განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ „ეკოსერვის ჯგუფი“ აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქს, რომელიც მწვანე ნარჩენისგან მიიღება.
კომპანიის ინფორმაციით, დედაქალაქის გამწვანებულ თარგებში მულჩის შეტანა კიდევ გაგრძელდება.