წლევანდელი „თბილისობაც“ სადღესასწაულო ღონისძიებების გარეშე ჩაივლის

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, წლევანდელი „თბილისობა“, შარშანდელის მსგავსად, სადღესასწაულო ღონისძიებების გარეშე ჩაივლის. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გაიმართება მხოლოდ კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„ოქტომბრის დასაწყისში ყოველთვის იმართება სახალხო დღესასწაული, რომელიც მართლა ძალიან უხდება ამ ქალაქს. სამწუხაროდ, შარშან ვერ მოვახერხეთ „თბილისობის“ ჩატარება. არსებული პანდემიიდან გამომდინარე, წელსაც იგივე პრობლემა გვაქვს. დღესაც ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ამიტომ, სადღესასწაულო ღონისძიებებს ვერც წელს გავმართავთ.

გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია. ასევე, ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში გექნებათ შესაძლებლობა, ნახოთ კონცერტი. მესმის არსებული მდგომარეობა. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

ღონისძების ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბნიდან სხვადასხვა მუსიკოსის მიერ თბილისისადმი მიძღვნილი კომპოზიციები შესრულდება. როგორ დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მათი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები