საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 66 ოჯახს გადაეცემა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 66 ოჯახს, რომელსაც წლების განმავლობაში ფართის დაკანონების პრობლემა აწუხებდა,  საცხოვრებლები სიმბოლურ ფასად –  ერთ ლარად გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც 2017 წელს დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, ისევე, როგორც სხვა ბევრი პრობლემა მოვაგვარეთ და დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. უკვე დაკმაყოფილებულია 2 000-ზე მეტი ოჯახი, დღეს კი გვინდა, 66 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად. მათ გადაეცემათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მათგან 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, ხოლო 3 – მთაწმინდაზე. ვულოცავ ამ ოჯახებს, მინდა, ყველას წარმატებები და სიხარული ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა ამავე პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ თავიანთი რაიონების გამგეობებს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაცია საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები