ქალაქი, რომელსაც ღია ცის ქვეშ გაშლილ მუზეუმს უწოდებენ

ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის ნაპირზე მდებარე ამ პატარა ქალაქს სამართლიანდ უწოდებენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ქალაქი მე-7 საუკუნეში ალანების და სლავების შემოსევებით შეწუხებულმა ქალაქ ეპიდავრუმის მაცხოვრებლებმა დააარსეს.

მიუდგომელი მდებარეობა და ქვის მტკიცე გალავანი აქაურებისათვის საიმედო თავშესაფრად იქცა. ქალაქის სახელწოდება იქვე ახლოს მდებარე მუხის ტყეს უკავშირდება. ახლანდელი დუბროვნიკი ორი პატარა დასახლების უშუალოდ დუბროვნიკის და რაგუზას შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. დაარსებიდან მე – 13 საუკუნებდე ქალაქი ბიზანტიის იმპერიის ნაწილი იყო.0_19d099_7f549ee1_XL1667 წელს ქალაქი მძლავრმა მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ მტკიცედ ნაგები გალავანი და გალავნის შიგნით კლდეზე აშენებული შენობა – ნაგებობები. სხვადასხვა წლებში დუბროვნიკს აკონტროლებდნენ ფრანგები, ავსტრიელები, იტალიელები. 1945 წელს დუბროვნიკი იუგოსლავიის ნაწილი გახდა.0_19d04d_d3e22da4_XL

1991 წლიდან დუბროვნიკი ხორვატიის შემადგენლობაშია. გასული საუკუნის 90-იან წლებში, სერბეთ – ხორვატიის ომის დროს, დუბროვნიკი მნიშვნელოვნად დაზარალდა. დღეისათვის ქალაქი, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა კლდოვან ნაპირზე მდგარი ფორტია, რომელსაც თითქმის 4 კილომეტრის სიგრძის გალავანი იცავს. ქალაქის მთავარი ქუჩა სტრადა, სადაც ყოველწლიურად უამრავ ტურისტს ნახავთ, სწორედ ამ ფორტის შიგნით მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები