მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 148 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა

ვაკის რაიონის გამგეობისა და ამხანაგობების თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წელს ცხრა თვის განმავლობაში 148 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. ამხანაგობების მომართვიანობის საფუძველზე და გამგეობის ბიუჯეტის გათვალისწინებით, მოწესრიგდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა როგორც მრავალბინიანი კორპუსების შიდა ტერიტორიებზე, ასევე, გარე პერიმეტრებზე.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, რეაბილიტირდა 37 ლიფტი, 41 მისამართზე განახლდა მრავალბინიანი სახლის ბრტყელი და ქანობიანი სახურავი, დამონტაჟდა ახალი წყალსაწრეტი მილები. გარდა ამისა, სხვადასხვა მისამართზე წყალარინების 23 ქსელი განახლდა, გამოიცვალა 30 კარი, ერთ სახლს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა და მოწესრიგდა ამხანაგობებისთვის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები