თბილისში, ი. ნიკოლაძის N5ა-ში სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება.
ამჯერად, ი. ნიკოლაძის N5ა-ში სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კალათბურთის მოედანი, სადაც პოლიპროპილენის საფარი დაიგო. ასევე, გაკეთდა ლითონის მავთულბადეები და დამონტაჟდა ლედ განათება.
სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.
პარალელურად, მთაწმინდის რაიონში სპორტული მეოდნის რეაბილიტაცია კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს.