დედაქალაქის მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ავტობუსების პარკის განახლების პარალალურად, სრულად ჩანაცვლდება ყვითელი მიკროავტობუსები ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებშიც გათბობა-გაგრილების პრობლემა მოიხსნება.
„ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც მთლიანად ჩაანაცვლა ავტობუსების არსებული პარკი, მაგრამ მარტო ამით არ შემოვიფარგლებთ. დამატებით შემოგვყავს 380 ავტობუსი. ეს იქნება 180 ცალი 8-მეტრიანი ავტობუსი და 200 ცალი 18-მეტრიაინი ავტობუსი, რომელსაც მომავალ წელს შევისყიდით. ამას მარტივი მიზეზის გამო ვაკეთებთ: გვინდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე კომფორტული და სწრაფი.
მიკროავოტობუსებს რაც შეეხება, პირობას გაძლევთ, წლის ბოლოსთვის ქალაქში არცერთი ყვითელი „მარშუტკა“ არ იმოძრავებს. იქნება მხოლოდ განახლებული, მოწესრიგებული, ახალი, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რომელთაც კონდიცირება და გათბობა აქვთ. ის ჩხუბები, რაც იყო განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში – კონდიციონერი ჩართე და გამიშვი-გამატარე – ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნება.