ვაკის რაიონში, ექვს მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ექვს მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები მოეწყო.
კერძოდ, კიბეები აშენდა და მოპირკეთდა ნუცუბიძის I მიკრორაიონის N17 კორპუსის, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N16 კორპუსის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N7კორპუსის, ნუცუბიძის II მიკრორაიონის N1 კორპუსის, ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N4 კორპუსის და პოლიტკოვსკაიას N47 კორპუსის მიმდებარედ.
პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 100 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები