ჯაბიძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს.
ჯაბიძის ქუჩაზე, ახალი საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ სკვერის მოწყობა 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დასრულდა. სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები და მოსასვენებელი პავილიონები. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანება – დაირგო ხეები და დაითესა ბალახი. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 167 623 ლარამდე დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი – ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.