სიკვდილის მატჩი

სიკვდილის მატჩი საფეხბურთო მატჩია, რომელიც ფაშისტების მიერ ოკუპირებულ კიევში 1942 წლის აგვისტოში გაიმართა ადგილობრივებსა და გერმანელებს შორის. გარკვეული დროის შემდეგ აღნიშნული შეხვედრიდან კიევის ფეხბურთელები საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდნენ, ზოგი კი დახვრიტეს.

„სტარტის“ შექმნა

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ბევრი საბჭოთა ფეხბურთელი წავიდა ფრონტზე. მათ შორის იყვნენ კიევის „დინამოელები“. ვინც გადარჩენა მოახერხა, ისინი გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ნაცისტები ცდილობდნენ ეჩვენებინათ კიეველებისთვის, რომ მათ მშვიდობა მოჰქონდათ და არა ომი. ამან იქამდე მიიყვანა საქმე, რომ კიევში ბევრი კულტურული დაწესებულება გაიხსნა, ასევე აღზევება დაიწყო სპორტმაც. საბედნიეროდ, ფეხბურთი როგორც გერმანელებს, ისე უკრაინელებსაც მოენატრათ. შედეგად, შეიქმნა გუნდი „სტარტი“, რომელშიც ძირითადად კიევის „დინამოელები“ შედიოდნენ.

ოკუპაციის დროს ბევრი უკრაინელი სპორტსმენი ადგილობრივ პურის ქარხანაში მუშაობდა. 1942 წლის ივნისში საქალაქო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ახლადშექმნილ გუნდებს შორის რამდენიმე თამაში შედგა. ყველა თამაშში „სტარტი“ შეუცვლელად გამარჯვებული გამოდიოდა. საინტერესო ფაქტია, რომ არბიტრი ყოველთვის გერმანელი ოფიცერი – ერვინი იყო.

1942 წლის 6 აგვისტოს კიევის სპორტსმენების წინააღმდეგ ითამაშა „Flakelf-ის“ გუნდმა. „სტარტმა“ გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 5:1. სამი დღის შემდეგ ნაცისტებმა მატჩ-რევანშზე გაცილებით ძლიერი გუნდი შეკრიბეს. ზუსტად ეს მატჩი შევიდა ისტორიაში, როგორც „სიკვდილის მატჩი“.

თამაშის დაწყებამდე „სტარტის“ გასახდელში შევიდა გერმანელი პოლკოვნიკი, რომელმაც კიეველებს თამაშის ჩაფლავება უბრძანა. ეს იმით იხსნებოდა, რომ გერმანელებს საკუთარი სალდათების მხნეობა უნდა აემაღლებინათ, რათა მათ საკუთარი აღმატებულება ეგრძნოთ მოწინააღმდეგესთან ყველა სფეროში.

მინდორზე გამოსვლის დროს გუნდები ერთმანეთს მიესალმნენ. თამაშში ანგარიში გერმანელებმა გახსნეს, რის შემდეგაც კიეველებმა 3 გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმში „Flakelf-ის“ მოთამაშეებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს, რის შედეგადაც ფრე დაფიქსირდა.

ორივე გუნდმა აგრესიული ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ „სტარტმა“ კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა და მოწინააღმდეგეს 5:3 მოუგო. უკრაინელებს ესმოდათ, თუ რა შედეგი ექნებოდა მათ გამარჯვებას, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტეს, არ ჩაეფლავებინათ თამაში და მთელი ძალით იბრძოდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ „სტარტმა“ კიდევ ერთი თამაში ითამაშა „რიხის“ წინაღმდეგ და 8:0 მოიგო. ეს უკანასკნელი თამაში იყო აღნიშნული ჩემპიონატის ფარგლებში. კიევის საქალაქო კომისარმა, ფრიდრიხ როგაუშმა აკრძალა გერმანელებსა და უკრაინელებს შორის თამაშების ჩატარება.

18 აგვისტოს „სტარტის“ წევრები სამსახურში წასვლის დროს დაბეზღების საფუძველზე დააკავეს. როგორც ცნობილი იყო, „დინამოს“ ყველა წევრი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში შედიოდა, თუმცა სინამდვილეში, აღნიშნულთან კავშირი მხოლოდ ნიკოლაი კოროტკიხს ჰქონდა.

როდესაც მას აღმოუჩინეს ფოტო, რომელზეც მაიორის მუნდირში იყო შემოსილი, აწამეს, რის შემდეგაც ნიკოლაი დაიღუპა. იმავე წელს გაქცევის მცდელობისას ჩაცხრილეს ალექსანდრ ტკაჩენკო. დანარჩენი ფეხბურთელები სირეცკის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.

სამ მათგანს – ნიკოლაი ტრუსევიჩს, ივან კუზმენოსა და ალექსეი კლიმენკოს მომავალი წლისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. დღეს ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობს მომხდართან დაკავშირებით. თითქოს, თამაშის შემდეგ მხოლოდ 4 მოთამაშე მოკლეს და დანარჩენები გაცილებით გვიან, სხვადსხვა მიზეზის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები