დიდუბის გამგეობამ 3 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოაწესრიგა

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე დასრულდა. ასფალტის საფარი დაიგო: დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12 კორპუსის მიმდებარედ, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსთან, რობაქიძის გამზირზე – დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-5 კორპუსის მიმდებარედ, ვანის ქუჩის N4-ის მიმდებარედ, ასევე, ბაქრაძის სანაპიროდან შალიკაშვილის ხიდთან ამოსასვლელ პანდუსსა და ეკლესიის მიმდებარედ.
სამუშაოები, ჯამურად, 3 900 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 152 800 ლარი გამოიყო.
ამასთან, ასფალტის მოწესრიგება წერეთლის გამზირის N55-ში, N57-სა და N63-ში მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები