მთაწმინდის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება
მთაწმინდის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია შინდისში, გელაზის ქუჩაზე და ინგოროყვას N19-ში არსებული სივრცეების რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შეიცვალა დაზიანებული ფილები და საპარკე ინვენტარი. ასევე, განახლდა საბავშვო სივრცე და დამონტაჟდა ახალი ატრაქციონები.
მსგავსი სამუშაოები, პარალელურად, კეკელიძისა და ჯუღელის ქუჩემზეც მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა.