გლდანის რაიონის 16 მისამართზე სპორტული მოედნები რეაბილიტირდა

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

გლდანის გამგეობის ცნობით, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე, 16 მისამართზე ჩატარდა.

მათ შორის, სარეაბილიტაციო სამუშაოები ილორის N23 და მერვე მიკრორაიონის N28 კორპუსების მიმდებარედ დასრულდა, სადაც არსებულ მოედნებზე დაზიანებული ინვეტარი შეიცვალა. წლის განმავლობაში, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის, ჯამურად, 317 776 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები