გაგრის IV ჩიხში მრავალბინიანი სახლის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო
ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება. გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად, ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე წყნეთში, გაგრის IV ჩიხის N3-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე შეხვდა.
შეხვედრაზე, პროექტით გათვალისწინებული და შესაძლო დამატებითი სამუშაოების დეტალები განიხილეს.
აღნიშნულ მისამართზე 24 ოჯახი ცხოვრობს. სახლის გამაგრების პროექტის ღირებულება კი 396 000 ლარს შეადგენს.