წყნეთში, გაგრის N19-ში სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, წყნეთში, გაგრის N14ბ-ში საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების გამოცვლა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორამციას ვაკის რაონის გამგეობა ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ხუთი ოჯახი ცხოვრობს. სახურავის განახლების პროექტების ღირებულება, დაახლოებით, 29 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე შეხვდა.