თბილისში, ცინცაძის N43-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედანი მოეწყო

თბილისში, ცინცაძის N43 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედანი მოეწყო.
სამუშაოების ფარგლებში, გაკეთდა ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდა ყველა სხვა ინვენტარი.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი – გიზო ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი – დავით უთმელიძე გაეცნენ.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 76 007 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები